ახალი ამბები
ენმ-ის წევრი გუბერნატორს და ზუგდიდის მერს კერძო კომპანიასთან გარიგებაში ადანაშულებს [ვიდეო]
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თორიამ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია კომპანია „აკაენერეჯისთან“ ფინანსურ გარიგებაში დაადანაშაულა.

„კომპანია აკაენერჯის და ზუგდიდის მერიას განსაკუთრებული კავშირი აქვს. ეს კომპანია არის კახა კალაძის გარემოცვის კომპანია. მასსა და ზუგდიდის მერიას შორის განსაკუთრებული კავშირი დაიწყო 2015 წელს. ამ კომპანიამ გაიმარჯვა ლამპიონების მონტაჟის ტენდერში, ამისთვის კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩაწერა სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნები ისე, რომ ამ კომპანიას გაემარჯვა, სხვას კი გაძნელებოდა. წლიდან-წლამდე „აკაენერჯის“ კვალდაკვალ იცვლება სატენდერო დოკუმენტაცია“, - განაცხადა ლევან თორიამ.

თავის მხრივ, გუბერნატორმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მან არ იცის თუ ვინ არის ლევან თორია და აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გააკეთებს. ზუგდიდის მერიის განცხადებით, ბრალდება საფუძველს მოკლებულია და თორიას ფაქტებზე დაყრდნობით საუბარს ურჩევენ.