ახალი ამბები
სტიქიით დაზარალებული ჯვარელები ხელისუფლებას პრეტენზიებით დახვდნენ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული წალენჯიხის დაბა ჯვარის რამდენიმე მოსახლე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შენიშვნებითა და პრეტენზიებით დახვდა.

23 აპრილს დაფიქსირებული სტიქიის შედეგებს ჯვარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან და წალენჯიხის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მისული რამდენიმე მოქალაქე მათ უყურადღებობაში ადანაშულებდა და ითხოვდა, თანამდებობის პირებს თავად დაეთვალიერებინათ კორპუსის ბოლო სართულზე განლაგებული ოთახები, რომელიც სტიქიამ სხვებზე მეტად დააზარალა.

ჯვარელების განცხადებით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მათთან არავინ მისულა და ბოლო სართულის მცხოვრებლებს წვიმაში, ღია ცის ქვეშ მოუწიათ გათენებამ. ამასთან როგორც ჯვარელმა ნატო ქარდავამ განაცხადა, დღეს წალენჯიხის გამგეობის წარმომადგენლებმა მოიტანეს, დროებითი გადასახური მასალა, ე.წ. ბრეზენტი, თუმცა სამუშაოები არ გააგრძელეს და დაზარალებულებს თავად მოუწიათ გადახურვა.

დაზარალებული ლელა მძელურის განცხადებით, კი მას შემდეგ რაც კორპუსი სახურავის გარეშე დარჩა, წვიმამ ელექტროსადენები დააზიანა და ოჯახის წევრები სრულიად შემთხვევით გადაურჩნენ უბედურ შემთხვევას.

მათ საპასუხოდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სპეციალურმა ჯგუფებმა ოპერატიულად სტიქიის დღესვე დაიწყეს მუშაობა, დილიდან კი დაიწყო დაზიანებული კორპუსების დროებითი გადასახური მასალით დაფარვა. საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც როგორც, მინისტრის მოადგილემ და გუბერნატორმა განაცხადეს ასევე დაჩქარებული წესით განხორციელდება.

„მიუხედავად უამინდობისა და მიუხედავად იმ შედეგისა რაც დღეს აქ გვაქვს, ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალური ხელისუფლება მობილიზებულები ვართ და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ ის ყველაფერი რაც სტიქიის შედეგად მივიღეთ“, - განაცხადა კახაბერ გულედანმა.

23 აპრილს, ძლიერმა ქარმა სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტს: წალენჯიხას, ხოროწყუს და ზუგდიდს შეუქმნა პრობლემები. გადახდილია კერძო სახლების, სხვადასხვა ობიექტების სახურავები, წაქცეულია ხეები. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.