ზუგდიდში შრომითი ინსპექტირების გაძლიერება მოითხოვეს [ვიდეო]
მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ზუგდიდში სოლიდარობის აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ისაუბრეს
ქვეყანაში ამ უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებსა და
გამოწვევებზე. „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“
ხელმძღვანელ ციცინო შენგელიას განცხადებით, აუცილებელია გაძლიერდეს
შრომითი ინპექტირება და ყველა ნორმის გათვალისწინებით მოხდეს
ადამიანის უფლებებზე ზრუნვა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმეა
ქალთა შრომითი უფლებები, რის გამოც საჭიროა მოცემული კუთხითა მეტი
მუშაობა.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის მენეჯერი ემზარ კვარაცხელია კი ქალებთან ერთად, ტრანსგენდერი ქალების შრომითი უფლებების დაცვაზეც საუბრობს. ის ამბობს, რომ ეს ადამიანები იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომელთა ხმაც თითქმის არ ისმის.
„მათ არ ღებულობენ არცერთ სამუშაო ადგილას. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს რაღაც მექანიზმი, რითაც უმცირესობის წარმომადგენლები შეძლებენ დასაქმებას“, - განმარტა მან.
შრომით უფლებებთან დაკავშირებით სოლიდარობის აქციები დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. ამ კამპანიას მხარს უჭერს „ქალთა ფონდი საქართველოში“.
შეკრებილთა განმარტებით, ტენდენცია, საქართველოში დასაქმებულთა უფლებები მუდმივად რომ ირღვევა, მიუთითებს შრომის ინსპექციის მხოლოდ სიმბოლურ არსებობაზე. ამის დამადასტურებლად მიაჩნიათ 2011-2016 წლებში 1050 ადამიანის დაშავების და დაღუპვის შემთხვევები სამუშაო ადგილებზე.
რაც შეეხება გენდერულ ასპექტს, აქციის მონაწილეების თქმით, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ქალთა სპეციფიკურ საჭირობებს:
ორსულობის, მშობიარობის, დედობით და გენდერული ნიშნით გამოწვეული დისკრიმინაციის ფაქტებს.
სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესწავლაც და ქალებისა და კაცების საშუალო თვიურ ხელფასებს შორის 36% განსხვავების მიზეზების დადგენა. ასევე, სამუშაო ადგილზე ქალის მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტენდენციის გამოსწორებაზე ზრუნვა.
აქციის მონაწილეები მიმართავენ საქართველოს მთავრობას - გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და შეიქმნას სააღმსრულებლო ფუნქციის მქონე შრომის მონიტორინგის მექანიზმი.
მოუწოდებენ კერძო სექტორს - აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ არადისკრიმინაციული და უსაფრთხო შრომითი გარემო.
შეკრებილები მშრომელებს, განსაკუთრებით კი მშრომელ ქალებს ურჩევენ - გაერთიანდნენ და მოითხოვონ შრომის ღირსეული პირობები.