საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე და ბოიკოტის ფონზე [ვიდეო]
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობამ თავმჯდომარის მოადგილედ
თაზო ფაცაცია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ზუგდიდის“
მხარდაჭერის გარეშე აირჩია. თანამდებობაზე წარდგენილ
ერთადერთ კანდიდატს მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა. ფრაქცია ენმ-ის ორმა
წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა. ყოფილი „რესპუბლიკელების“ ფრაქცია
„ზუგდიდმა“ ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომას მისი არცერთი წევრი
დასწრებია. საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი თოდუამ
„ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ბოიკოტის მიზეზი მისი თანამდებობიდან
გადაყენება გახდა.
ფარული კენჭისყრის დაწყებამდე ოპოზიციამ თაზო ფაცაციას კითხვები დაუსვა. ბათლომე შელიას თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დღეს კანდიდატის წარდგენისას ჩამოთვლილი დამსახურებებიდან, თავად მხოლოდ ერთს ეთანხმება, რომ თაზო ფაცაცია არის ოთხი შვილის მამა. კამათი გამოიწვია დეპუტატის მიერ დასმულმა შეკითხვამ, - რა მიზეზით ჩავარდა ზუგდიდის საფეხბურთო გუნდი კრიზისში იმ პერიოდში, როცა თაზო ფაცაცია მერიაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსად მუშაობდა.
საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარის ახლად არჩეულმა მოადგილემ დეპუტატს განუცხადა, რომ მის განყოფილებას დებულებით ევალებოდა ზრუნვა სპორტის ყველა სახეობაზე, გარდა ფეხბურთისა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია კურირებს.
მანვე აღნიშნა, რომ ვერ მიიღებს კრიტიკას ფრაქციისგან, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფნის პერიოდში, ზუგდიდში დაანგრიეს სტადიონი და მოზარდები სავარჯიშო ადილის გარეშე დატოვეს. სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უკმაყოფილება. მისმა წევრმა ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ თაზო ფაცაცია ამ შემთხვევაში „ტყუის და დემაგოგობს“.
ანა წითლიძის შეკითხვაზე, - რა მოიმოქმედა მან (თაზო ფაცაცია) როგორც სოციალურ საკითხთა კომისიის წევრმა, იმ ფაქტზე, როცა ქალაქში სოციალურად დაუცველ 700 ოჯახს სტატუსი მოუხსნეს, ასევე როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში შეუსრულებელი დაპირებების შესრულებას, ხელფასის გარეშე დარჩენილი ტროტუარების მოპირკეთებაზე დასაქმებული მუშების პრობლემების მოგვარებას, თაზო ფაცაციამ აღნიშნა, რომ მუშების წინაშე ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და, რომ აქ პრობლემაა ქვეკონტრაქტორთან. თაზო ფაცაციას განცხადებითვე, საქმე არის პროკურატურაში და მიმდინარეობს ძიება. ის დარწმუნებულია, რომ გამოძიება დადებს კვალიფიციურ შედეგს და თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა, დაუსჯელი არ დარჩება.
ანა წითლიძემ საკრებულოს თავმჯდომარის ახალ მოადგილეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდანაც დაუსვა შეკითხვა. მან თაზო ფაცაციას სთოხვა განემარტა ბრძანებასა და განკარგულებას, ასევე ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტს შორის განსხვავება. როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, დადებითი პასუხის შემთხვევაში ის მის კანდიდატურას მხარს დაუჭერდა.
თაზო ფაცაციამ საპასუხოდ თქვა, რომ მას ყველა ამ საკითხზე ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდები.
ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდბეობაზე კვალიფიციური და პროფესიონალი კანდიდატი აირჩიეს.
თაზო ფაცაციამ საკრებულოს მოადგილის თანამდებობაზე გიორგი თოდუა შეცვალა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობიდან 26 აპრილს გამართულ სხდომაზე გადააყენეს 8 ხმით, ორის წინააღმდეგ. მაშინ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციამ „პოლიტიკურ დევნად“ შეაფასა, ისევე როგორც თავად გიორგი თოდუამ.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით კი, პიროვნულად გიორგი თოდუასთან არ აქვთ პრობლემა. ნატალია შეროზიას სოტყვებით, ეს უკავშირდება თოდუას მხრიდან, ხშირ შემთხვევებში განსხვავებული აზრების დაფიქსირებას.
თაზო ფაცაცია საკრებულოს წევრი, 2016 წლის ოქტომბერში გამართულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა. მან ამომრჩევლების 1854 ხმა მიიღო, რაც 43.84%-ია. თაზო ფაცაცია მანამდე ზუგდიდის მერიაში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსად მუშაობდა.