ახალი ამბები
ენმ-ის წევრი მოითხოვს მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს ბრიფინგი გამართა პარტიის წარმომადგენელმა ლევან თორიამ. ის გამოეხმაურა გუშინ, 2 მაისს ქალაქის საკრებულოს აპარატის უფროსის, გრიგოლ მიქავას დაკავების და შემდგომ გათავისუფლების ფაქტს.

ლევან თორიას თქმით, გათავისუფლება იმ მიზეზით მოხდა, რომ გრიგოლ მიქავას ჰყავს გავლენიანი ლობისტები, მათ შორის პროკურორ მამუკა ფიფიას, საკრებულოს აპარატის უფროსის ახლო ნათესავის სახით.

ამასთან, ენმ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში ფიგურირებს ვინმე ლევან ხვიტია, რომელიც ასევე გუშინ დააკავეს. ლევან თორიას განმარტებით, ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ წევრია და სწორედ მის სახლში ფუნქციონირებდა ბოლო არჩევნებზე მმართველი პოლიტიკურის სუბიექტის საარჩევნო შტაბიც.

„ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ძმა. ის ამ საქმიდან გადამალეს. გადამალეს მაღალი თანამდებობის პირებმა და მათ შორის მისმა ძმამაც“, - განაცხადა ლევან თორიამ.

„ლაივპრესის“ კითხვის პასუხად, რომ გრიგოლ მიქავასთან ერთად დაკავებული ლევან ხვიტია თუ მმართველი პარტიის წარმომადგენელია, რატომ განხორციელდა მათზე დევნა, თორიას ინფორმაციით, ეს მოხდა შიდა დაპირისპირების საფუძველზე.

„ჩემი ინფორმაციით, დაპირისპირებაა გუბერნატორსა და მერაბ ქვარაიას და მის კლანს შორის. ლევან შონია, შენგელია და მეორე მხარეს ქვარაია-გოგოხია. ეს არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა“, - აღნიშნა მან.

ლევან თორია ითხოვს ხვალ, 4 მაისს, 14:00 საათზე მათთან ერთად ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ ქალაქის მერიის და გამგეობის მაღალი თანამდებობის პირებმა, რადგან განმარტავს, რომ ამ ფაქტებმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.

„ქართული ოცნება“ სიფხიზლეში არაფრის მაქნისია და თქვენ წარმოიდგინეთ ნარკოტიკული თრობის ქვეშ რა მასშტაბის მავნებლობის საფრთხის წინაშე ვდგავართ. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პირები, რომლებიც თავს ასაღებდნენ პოლიტიკურ პატიმრებად, პოლიტიკურ დევნილებად, თანდათან ცხადი ხდება, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ ნარკოტიკების რეალიზატორები, ბარიგები, ნარკოტიკების მომხმარებლები. და ეს პირები მართავენ დღეს ჩვენს ქალაქს და ქვეყანას“, - განმარტა მან.

თუკი მათ შეთავაზებას არ გაიზიარებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლევან თორია ამბობს, რომ გაასაჯაროვებენ ყველა იმ პირს, ვინც ენმ-ის მმართველობის პირობებში ნარკოტიკების თემით იყო დაინტერესებული. ისინი ასევე გეგმავენ მიმართონ პროკურატურას და სხვა ორგანოებს, რათა შეისწავლონ ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებული ვითარება, ნარკოტიკების მოხმარების თუ შეძენა-შენახვის კუთხით.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა და მაჟორიტარი დეპუტატის საპასუხო კომენტარებს „ლაივპრესი“ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

ნარკოტიკული საშუალების მოხმარების საფუძველზე დაკავებული ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დაკავებიდან 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. გრიგოლ მიქავამ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, 45-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას გულისხმობს.

რაც შეეხება მეორე პირს, ზუგდიდის მცხოვრებ ლევან ხვიტიას, ის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვა-გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას, და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 11 წლამდე.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.