მერაბ ქვარაიას განმარტება ენმ-ის წევრის ბრალდებაზე
ენმ-ის წარმომადგენლის, ლევან თორიას ბრალდებებს აბსურდულს
უწოდებს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია. საქმე
ეხება განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2 მაისს, საკრებულოს აპარატის
უფროსის, გრიგოლ მიქავას და ასევე „ქართული ოცნების“ წევრის, ლევან
ხვიტიას დაკავების საქმეში ფიგურირებს და აღნიშნულ საქმესთან
შემხებლობა აქვს დეპუტატის ძმას.
„ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ნაჩვევი ხელწერაა ეს ყველაფერი, მსგავსი ვერსიების შეთხზვა. სრული აბსურდია. შესაბამისად ამ ყველაფერზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - უთხრა მერაბ ქვარაიამ „ლაივპრესს“.
ლევან თორიას ცნობით, დეპუტატის ძმა "გადამალეს" მაღალი თანამდებობის პირების, ასევე მერაბ ქვარაიას ძალისხმევით.
ენმ-ის წარმომადგენელი დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა გუშინ, 2 მაისს ქალაქის საკრებულოს აპარატის უფროსის, გრიგოლ მიქავას დაკავების და შემდგომ გათავისუფლების ფაქტს.
ლევან თორიას მოთხოვნა, რომ ხვალ მათთან ერთად ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ ქალაქის მერიის და გამგეობის მაღალი თანამდებობის პირებმა, არ გაიზიარეს არც გამგეობაში, და არც მერიაში.
თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებების საპასუხოდ აცხადებენ, რომ მის მიერ ნახსენები შიდა დაპირისპირება სიმართლეს არ შეესაბამება და არის „სრული აბსურდი“.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, 45-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას გულისხმობს.
ის თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ "ლაივპრესს" საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს.
რაც შეეხება მეორე პირს, ზუგდიდის მცხოვრებ ლევან ხვიტიას, ის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვა-გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას, და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 11 წლამდე.
პარლამენტის არჩევნების დროს მმართველი პარტიის საარჩევნო სტაბის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ გვითხრა, რომ ხვიტია „ქართული ოცნების“ წევრი არ არის, ის შეიძლება იყოს პარტიის მხარდამჭერი, როგორც ბევრი სხვა.