ზუგდიდის საკრებულოს კომისიებში ცვლილებები განხორციელდა [ვიდეო]
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სამ კომისიაში ცვლილებები განხორციელდა.
დეპუტატების ნაწილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე რიგი კომისიები
დატოვა და სხვაგან გადაინაცვლა.
იურდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიას განცხადებით, საკრებულოს რეგლამენტის საფუძველზე წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დატოვოს კომისია. მისი თქმითვე, შესაბამისად საკრებულოს განცხადებით მიმართა სამმა დეპუტატმა: ნიკოლოზ ზარქუამ, ვახტანგ გოგილავამ და თავად მან.
შედეგად ნიკოლოზ ზარქუამ დატოვა ორი კომისია - იურდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიები. მან გადაინაცვლა ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიაში.
გიორგი თოდუას სახით ახალი წევრი ჰყავს იურდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისიას.
ასევე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თავად ნუგზარ სარიამ ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია. ვახტანგ გოგილავა კი გავიდა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიდან.
საბოლოო ჯამში ცვლილებების შემდეგ კომისიები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიაში არიან ვახტანგ გოგილავა (თავმჯდომარე), კარლო ღადუა, ნათია ფიფია, ნიკოლოზ ზარქუა და თენგიზ ხარჩილავა.
იურდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისია: ნუგზარ სარია (თავმჯდომარე), კარლო ღადუა, გიორგი თოდუა და ანა წითლიძე.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია: ნათია ფიფია (თავმჯდომარე), ნიკოლოზ ზარქუა, ლევან კონჯარია და ბათლომე შელია.
კომისიებში ცვლილებები საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ანა წითლიძემ. ის თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება კომისიებში მმართველი გუნდის უმრავლესობის შენარჩუნებას ემსახურება. თავის მხრივ ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან უმრავლესობაში. ნუგზარ სარიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში დაკავშირებულია საკრებულოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებთან. საუბარია ჯერ თავმჯდომარის, შემდეგ კი მისი მოადგილის შეცვლაზე.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნატალია შეროზია 27 მარტს აირჩიეს. მანამდე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მერაბ ქვარაია თავმჯდომარეობდა, რომელიც პარლამენტში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მერაბ ქვარაიას შემდეგ თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე, გიორგი თოდუა ასრულებდა, რომელიც ხმათა უმრავლესობით 26 აპრილს გადააყენეს თანამდებობიდან. მაშინ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციამ „პოლიტიკურ დევნად“ შეაფასა, ისევე როგორც თავად გიორგი თოდუამ. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით კი, პიროვნულად გიორგი თოდუასთან არ აქვთ პრობლემა. ნატალია შეროზიას სიტყვებით, ეს უკავშირდება თოდუას მხრიდან, ხშირ შემთხვევებში განსხვავებული აზრების დაფიქსირებას.
1 მაისს გამართულ სხდომაზე კი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობამ თავმჯდომარის მოადგილედ თაზო ფაცაცია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ზუგდიდის“ მხარდაჭერის გარეშე აირჩია. თანამდებობაზე წარდგენილ ერთადერთ კანდიდატს მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა. დღეს კი ასევე ფარული კენჭისყრით, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ვახტანგ გოგილავა აირჩა. კომისიას მანამდე თაზო ფაცაცია ხელმძღვანელობდა.