ახალი ამბები
ციხელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევის ფორმატი ხელოვნურად არ შეფერხდება
FaceBook Twitter
E-mail Print
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებას, და ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეების მხრიდან გამოთქმულ მინიშნებებს, ფორმატის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით. მინისტრმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ევროპის საბჭო და საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მყარად უჭერს მხარს, და ეს არის რეალობა, რომელიც ყველა მხარისთვის, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისთვის კარგად არის ცნობილი. მან გამოთქვა იმედი, რომ შეხვედრების შეფერხება ხელოვნურად არ მოხდება.

ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი შექმნილია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდგომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე და დღის წესრიგში უმნიშვნელოვანესი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები აქვს.

„ქართული დელეგაცია ჟენევის დისკუსიებზე საქმიანად და კონსტრუქციულად არის ჩართული, განსაკუთრებით მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად მუშაობაში, რაც ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია საკითხის პოლიტიზირების გარეშე. ქართული მხარე კვლავაც გეგმავს ამგვარი მონაწილეობის გაგრძელებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელოვნურად არ შეფერხდება თავისი შინაარსით და მნიშვნელობით ამ ერთადერთი ფორმატის მუშაობა“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთი ტენდენციურს უწოდებს და ამბობს, რომ აუცილებელია სერიოზულად დაფიქრება, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში.

ამ განცხადებით ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია დაშორებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მოსკოვს.

განცხადება თავის მხრივ სოხუმმაც გაავრცელა. მასში ვკითხულობთ, რომ „ევროპული სტრუქტურების მხრიდან მსგავსმა ცალმხრივმა და მიკერძოებულმა მიდგომამ, რომლითაც მხარს უჭერენ საქართველოს, საბოლოო ჯამში შესაძლოა მიგვიყვანოს ჟენევის დისკუსიის ფორმატის ჩაშლაზე, რომელიც არის ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმა, მიმართული საქართველოს და აფხაზეთს შორის დიალოგის ხელშეწყობისკენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1285-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს.

„პირველად სახელმწიფოებმა, საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში, ჩამოაყალიბეს მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედება არის მიზეზი იმისა, რომ საქართველო ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას თავისივე რეგიონებში. მათივე თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.