საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ქალთან დაკავშირებული გამონათქვამის გამო ბოდიში მოიხადა [ვოდეო]
საკონსტიტუციო კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა მიიღო
„თანასწორობის მოძრაობის“
წევრის ცაბუნია ვართაგავას შენიშვნა და ბოდიში მოიხადა ქალთან
დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.
მან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან, ანა დოლიძესთან დისკუსიისას აღნიშნა, რომ „ქალბატონთან, თან ასეთი აჟიტირებული სახით, რომელიც ლაპარაკობს აბსოლიტური ტყუილით, ვერ შევა პოლემიკაში“.
მის ამ ფრაზას სიტყვით გამოსვლისას სამწუხარო უწოდა ცაბუნია ვართაგავამ და თქვა, რომ კარგი იქნება თუ საკონსტიტუციო კომისიის წევრი ბოდიშს მოიხდის ამის გამო.
„გულწრფელ ბოდიშს ვიხდი ამის გამო. მართლა ზედმეტი განცხადება იყო“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
საკონსტიტუციო კომისიის წევრსა და გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანს შორის დავა პრეზიდენტის უფლება-მოსილების შესახებ საუბარს მოჰყვა. ანა დოლიძის უკმაყოფილება გამოიწვია თენგიზ შარმანაშვილის განცხადებამ, რომ პრეზიდენტი ვერავითარ უფლება-მოსილებას ვერ ახორციელებს ბიუჯეტთან დაკავშირებით. დოლიძის სიტყვებით, ეს არ არის სწორი ინფორმაცია და რეალურად პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს ბიუჯეტის შესახებ კანონს.
ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. მასში მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, ზვიად ძიძიგურმა, ირაკლი აბესაძემ, ლელა ქებურიამ, ირმა ინაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობის, სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობების წარმომადგენლები და მოქალაქეები.