ახალი ამბები
მოქალაქე ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების დაჩქარებას მოითხოვს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
„რა გახდა ეს ასე უსაშველო, რომ ვერ გამოიძიეთ ამდენი ხანი?! პირადად თქვენ [ზვიად ძიძიგური] გავალებთ ამას. მთელი ეს ხალხი დამეთანხმება ამაში, რომ სირცხვილია... საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა თავი მოიკლა, თუ მოკლეს, ეს თაობებმა უნდა იცოდნენ“, - განაცხადა ზუგდიდელმა ვახტანგ შონიამ. მან საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვაზე, პარლამენტის წევრ ზვიად ძიძიგურს მიმართა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ დიდი დროა გასული, რეალური სურათის აღდგენა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, შარშან დაიწყო პროკურატურამ ამ საქმის ხელახალი გამოძიება. გამოძიება ამ წუთასაც მიმდინარეობს. სირთულეები არის რა თქმა უნდა, რადგან დიდი ხნის წინ მომხდარი ამბავია. აქედან გამომდინარე მოწმეების მოძიება, რეალური სურათის აღდგენა არის რა თქმა უნდა სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებას, რომელსაც ძალიან აინტერესებს შედეგები, თუ როგორ დასრულდა, ეცნობება ამის შესახებ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, 2015 წელს კი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამ დროის მონაცემებით, მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის
შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,
10:54 / 09.12.2022
ამ დროის მონაცემებით, მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის
საქალაქო
10:02 / 09.12.2022
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის საქალაქო
ოკუპირებულ აფხაზეთში კრასნოდარიდან გადაასვენეს, უკრაინაში დაღუპული
გალელი მებრძოლის ცხედარი. ე.წ. საგანგებო
14:57 / 07.12.2022
ოკუპირებულ აფხაზეთში კრასნოდარიდან გადაასვენეს, უკრაინაში დაღუპული გალელი მებრძოლის ცხედარი. ე.წ. საგანგებო
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, უკრაინაში დაღუპული ქართველი
მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს
12:12 / 07.12.2022
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.