ახალი ამბები
კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით 93 არასამთავრობო ორგანიზაცია ვენეციის კომისიას მიმართავს
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს ეროვნული პლატფორმა, წევრი ორგანიზაციების სახელით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს ღია წერილით მიმართავს. მასში კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაა გამოხატული. წერილს პლატფორმის წევრი 93 ორგანიზაცია აწერს ხელს. ტექსტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უკეთესი სამართლებრივი სისტემის შექმნისთვის მნიშნელოვანია დაბალანსებული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება.

„ლაივპრესი“ წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების სახელით მოგმართავთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტთან დაკავშირებით.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ყველა ეტაპზე, სხვადასხვა მიმართულებით პროგრესის მიუხედავად გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა სამართლიანი საარჩევნო გარემოს და საარჩევნო სისტემის დამკვიდრება. ისეთი სისტემის, რომელიც მაქსიმალურად ადექვატურად ასახავდა საზოგადოების პოლიტიკურ განწყობას და მხარდაჭერას პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. პრობლემის გადაუწყვეტელობა განაპირობებდა შენიშვნებს, როგორც ქვეყნის შიგნით არსებული არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების მხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოებისაგან. ამასთან, პარტიული სისტემის განუვითარებლობის და ამომრჩევლის პოლიტიკური აპათიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სამართლიანი საარჩევნო გარემოს არარსებობაში შეიძლება მოიძებნოს.

მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებების პროცესში შესაძლებელი გახდა პარლამენტის მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით დაკომპლექტებაზე საწყისი გადაწყვეტილების მიღება, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია და იმედია ასეთივე იქნება საბოლოო გადაწყვეტილებაც კონსტიტუციის მიღებისას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც გახდება სამართლიანი საარჩევნო გარემოს საფუძველი, სრულად აისახოს კონსტიტუციაში, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პარლამენტის ფორმირების წესის შეცვლას, არამედ პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციული მანდატების მიკუთვნებას.

ამის გათვალისწინებით, საჭიროდ მიგვაჩნია კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტში მითითებული მუხლი 37 გადაისინჯოს და შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან. კანონპროექტის ჩანაწერიში მუხლი 37 გულისხმობს შემდეგს: 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.

5. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

6. პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

წარმოდგენილი პროექტით უქმდება შერეული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე (მუხლი 37, პუნქტი 2), რაც შეესაბამება პოლიტიკური პარტიების უდიდესი ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას. ამ მოთხოვნის მიზანი იყო პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მდგრადი მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობა.

სამწუხაროდ, საპარლამენტო მანდატების განაწილების წესი (მუხლი 37, პუნქტი 6) ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას. უფრო მეტიც, წარმოდგენილი წესით ირღვევა სამართლიანი არჩევნების ძირითადი პრინციპი - თანასწორობის პრინციპი. უფრო კონკრეტულად:

ა) მანდატების განაწილებისთვის გამოიყენება არა მათი პროპორციული განაწილების წესი, მაგალითად, დონდტის (D’Hondt) წესი ან ჰეარის (Hare) კვოტა და უდიდესი ნაშთის წესი, არამედ კვოტა, რომელიც ტოლია არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამის განაყოფისა 150-ზე და გაუნაწილებლად დარჩენილი ყველა მანდატი ეძლევა პირველ ადგილზე გასულ პარტიას. ასეთი კვოტის გამო დიდი იქნება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა, რომელიც ტოლია 150-ის იმდენი პროცენტისა, რამდენიცაა დაკარგული ხმების პროცენტი. 1995-2016 წლებში ჩატარებული ყველა არჩევნებისას, 5-პროცენტიანი ზღურბლით, დაკარგული ხმები საშუალოდ 20.1% იყო (მაქსიმალური იყო 61.5%, ხოლო მინიმალური - 4.7%). შესაბამისად, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსად მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 92 მანდატს მიიღებდა. აშკარაა, რომ ასეთი წესით არსებითად ირღვევა პროპორციულობა და თანასწორობის პრინციპი;

ბ) 5-პროცენტიანი საარჩევნო ზღურბლის შენარჩუნება იწვევს ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილის არჩევანის გაუთვალისწინებლობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს რაოდენობა საშუალოდ 20% იყო. საარჩევნო ზღურბლი 4% რომ ყოფილიყო, დაკარგული ხმების საშუალო რაოდენობა 7.3%-მდე, ხოლო 3% რომ ყოფილიყო, 4.6%-მდე შემცირდებოდა.

5%-იანი ზღურბლის გადალახვას მხოლოდ 2 – 4 სუბიექტი ახერხებდა (4-მა სუბიექტმა მხოლოდ 2-ჯერ გადალახა საარჩევნო ზღურბლი). ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სუბიექტთა უმრავლესობა საარჩევნო ბლოკის სახით გამოდიოდა. ზღურბლის 3%-მდე შემცირების შემთხვევაშიც კი მაქსიმუმ 7 სუბიექტი შეძლებდა მის გადალახვას;

გ) საარჩევნო ბლოკების აკრძალვა ჯერ კიდევ სუსტი პარტიული სისტემის, მწირი ფინანსური რესურსებისა და 5%-იანი ზღურბლის პირობებში მკვეთრად გაზრდის დაკარგული ხმების რაოდენობას, ხოლო მანდატების განაწილების წარმოდგენილი წესი უსამართლო უპირატესობას მისცემს გამარჯვებულ პარტიას.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე არ უჭერენ მხარს საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტში არსებულ ჩანაწერს, რომელიც ეხება ტექსტში აღწერილ საარჩევნო სისტემას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო მიგვაჩნია, რომ აუცილებელია პარლამენტის მხოლოდ პროპორციული წესით დაკომპლექტების შენარჩუნების პირობით, მანდატების განაწილების წესი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან, ხოლო საარჩევნო ზღურბლი მიზანშეწონილია შემცირდეს 3 ან 4 პროცენტამდე.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უკეთესი სამართლებრივი სისტემის შექმნისთვის მნიშნელოვანია დაბალანსებული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება, ამიტომაც თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანია“, - ნათქავამია წერილში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

1. ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი
2. საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი
3. თავისუფალი არჩევანი
4. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
5. ევროპის ფონდი
6. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი
7. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი
9. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი
10. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
11. ეკონომიკური პოლიტიკის და კვლევის ცენტრი
12. მედიის განვითარების ფონდი
13. ანალიტიკური ცენტრი მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
14. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
15. ასოციაცია და რადიო "მწვანე ტალღა"
16. საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი
17. ადამიანის უფლებათა ცენტრი
18. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
19. სტუდია რე
20. ციხის საერთაშორისო რეფორმა
21. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის
22. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
23. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა“
24. ასოციაცია "ტოლერანტი"
25. ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”
26. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
27. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია ”საქართველოს ჩაი”
28. ასოციაცია "ქალი და ბიზნესი"
29. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
30. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
31. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი
32. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
33. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო
34. სამოქალაქო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი
35. პრესის ასოციაცია
36. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
37. "საზოგადოებრივი განვითარების აკადემია"
38. სამოქალაქო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი
39. ასოციაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადოება"
40. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
41. საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია
42. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
43. რეპატრიანტთა კავშირი
44. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
45. პედაგოგთა კავშირი"განათლება და სამყარო"
46. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
47. "საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიცითა ხელშეწყობის ცენტრი"
48. ასოციაცია "მერკური"
49. ასოციაცია ”იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
50. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
51. ახალგაზრდული ალტერნატივა
52. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები-საქართველო
53. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
54. ასოციაცია "დეა"
55. ასოციაცია "ათინათი"
56. განვითარების და ჩართულობის ცენტრი
57. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
58. სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის
59. ასოციაცია "ჯანმრთელი ბავშვები“
60. ასოციაცია "გადავარჩინოთ მომავალი თაობა“
61. ჟურნალისტური კვლევის ცენტრი
62. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
63. საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი
64. კავკასიური სახლი - საქართველო
65. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი
66. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტი
67. ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია ”ახლებური ხედვა”
68. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი"
69. სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში
70. კავშირი "ეკოტექი“
71. ენერგოეფექტურობის ფონდი
72. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა"
73. კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საერთაშორისო ცენტრი
74. პროფესიული კავშირების გაერთიანება
75. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
76. ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის
77. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი
78. ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო
79. მეგობრობის ხიდი ქართლოსი
80. ენერგოეფექტურობის ცენტრი
81. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
82. ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"
83. გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
84. ევროპული ინტეგრაციის ფორუმი
85. სოფლად თემთა განვითარების სააგენტო
86. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
87. ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის
88. დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი
89. კავკასიური მოზაიკა
90. კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი"
91. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
92. ფონდი ,,კავკასიის ეკოლოგია“
93. "აფხაზეთი- ჩემი სახლი"

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ზუგდიდში 9 მაისს გაიმართა. შეხვედრაზე კითხვები დაისვა და შენიშვნები გამოითქვა დოკუმენტის იმ კომპონენტებთან დაკავშირებით, რაზეც მოცემულ ღია წერილშია საუბარი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.