გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს
თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში
გამგებლის
თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს. ამის შესახებ სააგენტო
„ინტერპრესნიუსი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის ინტერვიუზე დაყრდნობით იუწყება.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია წლის ბოლომდე შემუშავდება. ის ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ერთი თვითმმართველი ერთეულის ჩამოყალიბებას, რომელსაც ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება.
„დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას - მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია. მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს. ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს. გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური ორგანოს მსჯელობა იქნება ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრდება პროცესის გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი”, - განაცხადა ალავიძემ.
მისი ინფორმაციით, ახალი სტრატეგიის თანახმად, საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ. მინისტრის სიტყვებით, მაგალითად, მერი საკრებულოს წარუდგენს თავისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანიშნავს მათ.
„საკრებულოების მეშვეობით მოქალაქეებს ექნებათ მეტი საშუალება, გავლენა მოახდინონ მერიის მუშაობაზე. ყველა დასახლებაში შეიქმნება ტერიტორიული ორგანოები და ამ სათათბირო საბჭოებს, გამგებლის უფუნქციო წარმომადგენლის ნაცვლად, ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მიერ შერჩეული 10-15-წევრიანი სათათბიროს გადაწყვეტილებების მიტანას მერიამდე. მასვე დაეკისრება ამ გადაწყვეტილებების ადგილზე აღსრულების მონიტორინგის ფუნქცია. საბჭო იმსჯელებს გზებზე, წყალმომარაგებაზე, გამწვანებაზე, ქალაქებში კორპუსების კეთილმოწყობაზე და ა.შ. გარანტიებს კი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა, ქმნის კონსტიტუციის პროექტის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილების გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდირების პრინციპს და რაც მთავარია, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობა ორგანული კანონით დადგენილ უფლებამოსილებებთან. კონსტიტუციის პროექტში გაწერილია, რომ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება, ფინანსები და ის დამოუკიდებლად ადგენს თავის ორგანიზაციულ მოწყობას და იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს”, - აღნიშნა ალავიძემ.
მისივე თქმით, არჩევითობის წესი უცვლელია - ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული ხელმძღვანელი ეყოლება.
მინისტრის თქმით, არავინ დავობს, რომ 2014 წელს დაწყებული რეფორმა იყო წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შექმნა ძლიერი ფუნდამენტი თვითმმართველობის განვითარებისათვის, თუმცა, სამწლიანმა პრაქტიკამ გამოკვ-ეთა სისტემის დახვეწის აუცილებლობა - დეცენტრალიზაცია რჩება მთავრობის პრიორიტეტად დემოკრატიული განვითარებისა და ევროპასთან დაახლოების გზაზე.