ომბუდსმენი რუხის საავადმყოფოში ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების მოწყობას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს მთავრობასა
და ჯანდაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ზუგდიდის სოფელ რუხში მშენებარე
საავადმყოფოში ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების მოწყობა და რეგიონს
გადაეცეს ბავშვთა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც აფხაზეთიდან
გადმოსულ ბავშვებსაც მოემსახურება.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ამ საკითხზე უჩა ნანუაშვილმა სხვადასხვა სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრა.
ომბუდსმენის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოყოს დამატებითი რესურსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის ფინანსური და მატერიალური დახმარებისა და მათი პროფესიული გადამზადების მიზნით.