ახალი ამბები
12 ხმით 3-ის წინაღმდეგ - ზუგდიდის საკრებულომ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივას, თემის და ქალაქის გაერთიანების შესახებ. 12 ხმით სამის წინააღმდეგ საკრებულომ მოიწონა სამთავრობო წერილი. მას მხარი მხოლოდ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ არ დაუჭირა.

მანამდე ორჯერ დატოვა დარბაზი საკრებულოს თავმჯდომარემ და სცადა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. თუმცა მერე სხდომა დახურულად გამოაცხადა.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება როგორც დეპუტატებს, ასევე დეპუტატებს და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის.

არასამთავრობოები სხდომაზე მოვიდნენ პლაკატით - „ზუგდიდი ჩემი ქალაქია“, „მეტი დეცენტრალიზაცია“, „მოქალაქის ძალა თვითმმართველობაშია“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 19 მაისს გამართულ სხდომაზე მოიწონა სამთავრობო კომისიის აღნიშნული წინადადება.