სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტები დააჯარიმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ კვირაში 63 ბიზნესოპერატორი
დააჯარიმა,
საწარმოო პროცესი კი, 23-ს შეუჩერა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ეს
არის 15-დან 21 მაისის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით
განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, რომლის ფარგლებშიც საერთო
ჯამში 226 ინსპექტირება ჩატარდა.
„ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 64 ნიმუში. დოკუმენტურად შემოწმდა 295 ობიექტი (112 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტები. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 63 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 23 ბიზნესოპერატორს“, - აცხადებენ სააგენტოში.