„საკუთარი კალმებით მოაწერე ხელი ბზის გადარჩენას“ - ზუგდიდში კამპანია დაიწყო [ფოტო]
„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების“ (CENN)
ქსელმა დაიწყო კამპანია - „საკუთარი კალმებით მოაწერე ხელი ბზის
გადარჩენას“, რომელშიც ზუგდიდის ექვსი სკოლის - ქალაქის მეორე საჯარო,
ინგირის, განმუხურის, კორცხელის, ნარაზენის და ორულუს სკოლების
მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ საკუთარ ეზოებში დარგული ჯანსაღი ბზის
ბუჩქებიდან მცენარის კალმები შეაგროვეს და სოფელ რუხში მოქმედ კოლხური
ბზის სანერგეში გადაიტანეს დასაფესვიანებლად.
CENN-ის რეგიონულმა კოორდინატორმა, მაია კოდუამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ კამპანიის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მიეღო ინსტრუქცია, თუ როგორ ხდება დაკალმების პროცესი.

„სკოლის მოსწავლეების მიერ 1 500-ზე მეტი კალამი იქნა აღებული ბზის ჯანსაღი ბუქჩქებიდან. მომზადდა სპეციალური ინსტრუქციების მიხედვით კალმები და რუხის სანერგეში, სპეციალურ კასეტებში, წინასწარ მომზადებულ სუბსტრატში მოხდა მათი გადატანა. თითოეული კალამი, თითოეული ტოტი არის პოტენციურად ბზის ერთი ნერგი. აქ იქნება ყველა საჭირო ზომა მიღებული ნერგების გასახარებლად“, - აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მაია კოდუას თქმით, კამპანია გრძელდება და თუკი მსურველები გამოეხმაურებიან, ვისაც აქვს საკუთარ ეზოში ჯანსაღი მცენარის ბუჩქი, ყველას მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ბზის ფონდის გადარჩენაში.

მანვე აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში შესული ცვლილების მიხედვით, ველურ პირობებში კალმის აღება დღეს შეუძლია მხოლოდ ტყის მმართველ ორგანოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის შედეგად მიღებული ნერგები ისევ სატყეო ფონდში დაბრუნდება. მაია კოდუას განმარტებით, ეს რეგულაცია გარკვეულ ბარიერს უქმნის საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ ამ საქმეში, რის გამოც დღის წესრიგში დადგა კალმების მოგროვება კერძო ეზოებიდან.
„მიმდინარეობს კონსულტაციები საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც მომავალში ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცემს ბზის კონსერვაციაში აქტიურად ჩართვის საშუალებას“, - გვითხრა მან.

ორგანიზაცია კამპანიის მეორე ეტაპს აგვისტოს დასაწყისშიც გეგმავს, რადგან ეს პერიოდი დაკალმებისთვის მიზანშეწონილად ითვლება.