საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყანამ
დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდგ 1918 წლის 26 მაისს
გამოაცხადა. დამოუკიდებლობის აქტში ჩაიწერა:
ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო – სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა.
საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.
დამოუკიდებელმა საქართველომ არსებობა მხოლოდ 3 წლის განმავლობაში შეძლო, 1921 წლის თებრვალში რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, ოკუპაციის შედეგად კი დაფუძნდა საქრთველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს ხელახლა მოიპოვა.
წელს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დამატებითი თემატური დატვირთვა მიეცემა - "ვეფხისტყაოსანი".
ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიმართება ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“.