26 მაისთან დაკავშირებით ზუგდიდში მოძრაობა შეზღუდულია
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში ცენტრალურ
მოედნამდე მისასვლელი გზები გადაკეტილია. ბულვარის ორივე მხარეს,
იუსტიციის სახლთან, გამგეობასთან მონაკვეთები ჩაკეტილია და
ავტომანქანის მფლობელებს შემოვლითი გზებით უწევთ სარგებლობა.
ზუგდიდში დილიდან მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რაც 21:00 საათზე გალა კონცერტით დასრულდება.
საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყანამ დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდგ, 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

დამოუკიდებელმა საქართველომ არსებობა მხოლოდ 3 წლის განმავლობაში შეძლო, 1921 წლის თებრვალში რუსეთი შემოიჭრა, ოკუპაციის შედეგად კი დაფუძნდა საქრთველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს ხელახლა მოიპოვა.
წელს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დამატებითი თემატური დატვირთვა მიეცემა - "ვეფხისტყაოსანი".