ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სპირიდონ კედიას ძეგლები გვირგვინებით შეამკეს
ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ქალაქის მაჟორიტარმა
დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და
სპირიდონ კედიას ძეგლების გვირგვინებით შეამკეს. სამეგრელო-ზემო
სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიამ მოსახლეობას მიულოცა
26 მაისი და განაცხადა, რომ ეს დღე წელს განსაკუთრებით მასშტაბურად
აღინიშნება. მისივე თქმით, საინტერესო
ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყანამ დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდგ, 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

დამოუკიდებელმა საქართველომ არსებობა მხოლოდ 3 წლის განმავლობაში შეძლო, 1921 წლის თებრვალში რუსეთი შემოიჭრა, ოკუპაციის შედეგად კი დაფუძნდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს ხელახლა მოიპოვა.
წელს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დამატებითი თემატური დატვირთვა მიეცემა - "ვეფხისტყაოსანი".
26 მაისთან დაკავშირებით, ზუგდიდში ცენტრალურ მოედნამდე მისასვლელი გზები გადაკეტილია. ბულვარის ორივე მხარეს, იუსტიციის სახლთან, გამგეობასთან მონაკვეთები ჩაკეტილია და ავტომანქანის მფლობელებს შემოვლითი გზებით უწევთ სარგებლობა.