სვანეთში ზაფხულის სეზონი 11 ივნისს გაიხსნება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი
ჩიგოვაძის განცხადებით, სვანეთში ზაფხულის სეზონის გახსნა 11 ივნისს
იგეგმება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
განაცხადა. ჩიგოვაძის თქმით, აქ გაიმართება როგორც თეატრალიზებული
წარმოდგენა და კონცერტი, ასევე - საჭმლის დამზადების და ქართული
ცეკვის მასტერკლასები.
მისივე თქმით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ღონისძიებები იქნება სხვა რეგიონებშიც.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო მოგზაურთა ზრდის პარალელურად, მატულობს შიდა მოგზაურთა რაოდენობაც.
რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი Check in Georgia-ს ფარგლებში, როგორც ბლექ სი არენაზე, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში.
„ზაფხულის განმავლობაშიც გაგრძელდება პროექტი ,,გაიცანი საქართველო“ ქართველი ჟურნალისტებისთვის და პრესტურების ორგანიზება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მასმედიის წარმომადგენლებისთვის”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.