წელს პირველად ზუგდიდში მედიაფესტივალი გაიმართა [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ახალგაზრდული
მედიაფესტივალი „სარკმელი 2017“ გაიმართა. მასში ქვეყნის სხვადასხვა
რეგიონის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში
ფოიეში კუთხეები მოეწყო, სადაც ბავშვებმა პრეზენტაციები გამართეს
თავიანთი გაზეთის თუ ჟურნალის, რომელსაც ქმნიან. ფესტივალზე
წარმოდგენილები იყვნენ მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან,
ფოთიდან, ხონის და ხარაგაულის, ქალაქ ზუგდიდის და თემის
მუნიციპალიტეტის, წალენჯიხის სასწავლო დაწესებულებებიდან.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შესასვლელში ერთი კუთხე დაეთმო აფხაზეთის სოფელ გაგიდის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებულ გაზეთს სახელწოდებით „აფხაზეთის ხმა“. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას ბავშვები ოკუპირებული რეგიონიდან არ დასწრებიან, მათ ნაცვლად შეკრებილებს ნამუშევარი პროდუქტი სასახლესთან არსებულმა „ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის“ წევრებმა გააცნეს.

„ფესტივალი საკმაოდ ფართო წარმომადგენლობითი აღმოჩნდა. მისი მიზანი მრავალფეროვანია. პირველი ჟურნალისტური უნარ-ჩვევების განვითარებაა, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, პრეზენტაციის გამართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება. ბავშვებმა ძალიან თამამად და კარგად გამოხატეს თავიანთი სათქმელი და მიაწოდეს საზოგადოებას სწორედ ამ თავიანთი მედიაპროდუქტების საშუალებით“, - უთხრა ჟურნალისტებს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორმა მედეა თორიამ.

მისივე თქმით, ფესტივალის გამართვის იდეა სწორედ სასახლესთან არსებულ „ნორჩ ჟურნალისტთა კლუბს“ ეკუთვნის.
აქტივობის ფარგლებში გამოვლინდნენ რჩეულები სხვადასხვა ნომინაციაში, რომლებსაც ქალაქ ზუგდიდის მერიამ საჩუქრად წიგნები გადასცა. ყველა მონაწილე კი სიგელით დაჯილდოვდა.
ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ამანათიძემ აღნიშნა, რომ ფესტივალს კარგი დასაწყისი აქვს და ის მომავალში უფრო მასშტაბური გახდება:

„ეს არის სტიმული ჩვენი მომავალი თაობისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა მუშაობენ, იწყებენ ნორჩ ჟურნალისტთა კლუბებში საქმიანობას. რადგან წელს პირველად ჩატარდა აღნიშნული კონკურსი, შევეცადეთ მაქსიმალურად ჰუმანურები ვყოფილიყავით“, - აღნიშნა მან.
გამოვლინდნენ რჩეულები ისეთ ნომინაციებში, მათ შორის როგორიცაა საუკეთესო გაზეთი, საუკეთესო ჟურნალი, საუკეთესო სათაური, საუკეთესო ფოტო და საუკეთესო კედლის გაზეთი.

დამატებით ჟიურის რჩეული სწორედ აფხაზეთის გაგიდის სკოლის მოსწავლეების მედიაპროდუქტი გახდა.