პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით,
საკანონმდებლო ორგანო საკონტიტუციო პროექტის განხილვებს იწყებს. მანვე
განმარტა, რომ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე პროექტის
საყოველთაო-სახალხო განხილვა დასრულდა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირას, პარასკევის ჩათვლით, ჩატარდება საკომიტეტო მოსმენები, რის შემდეგაც პროექტს პლენარულ ფორმატში განიხილავენ.
„ჩვენ გვინდონდა, რომ შემდეგ სესიებზე ჩაგვეტარებინა განხილვები ანუ 12-26 ივნისის კვირაში, თუმცა ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა ჩაინიშნა 16 ივნისს და მივიღეთ გადაწყვეტილება, დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. აქედან გამომდინარე, დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა 19 ივნისის კვირაში და გაიმართება პირველი მოსმენით განხილვა. ამის შემდეგ გადავალთ საკომიტეტო განხილვაზე და მისი დასრულებისთანავე გაგრძელდება პლენარული განხილვები”, - განაცხადა კობახიძემ.