საჩინოს და მედანის მოსახლეობა წალენჯიხის გამგეობასთან საპროტესტო აქციას მართავს
ამ წუთებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
გამგეობის წინ სოფელ საჩინოს და მედანის მოსახლეობა საპროტესტო აქციას
მართავს. ისინი სოფლებში ცენტრალური გზის შეკეთებას ითხოვენ.
საჩინოს მცხოვრებლების თქმით, სოფელი ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა, რომლებსაც ხშირად უწევთ ამორტიზებული გზით სარგებლობა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დიდი ხანია ჰპირდებიან გზის რეკონსტრუქციას. მათ ადგილობრივ გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ პრობლემის მოგვარება პროექტით გათვალისწინებული არ არის.

მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ პროტესტი უფრო მწვავე ფორმას მიიღებს.

აქციაზე მყოფი სოფელ მედანის მცხოვრებლები სასმელი წყლის პრობლემაზე ჩივიან. მათი თქმით, თავის დროზე სოფელში მილები დამონტაჟდა, თითქოს პროექტი ჩაბარებულია, მაგრამ წყალი ამ დრომდე მაინც არ მიეწოდებათ.

მოსახლეობას ამ წუთებში წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია ხვდება. მის კომენტარს „ლაივპრესი“ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.