ახალი ამბები
სოფელ მედანის და საჩინოს მოსახლეობა საპროტესტო აქციის განახალებას არ გამორიცხავს[ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების საჩინოს და მედანის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს განაახლებს იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მოქალაქეების ნაწილმა დღეს საავტომობილო გზის შეკეთებისა და სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით წალენჯიხის გამგეობასთან საპროტესტო აქცია გამართ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში გაცემული არაერთი დაპირების მიუხედავად ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან საჩინოს და მედანის ცენტრალური გზების შეკეთებას.

ამასთან მედანის მცხოვრებლების განცხადებით, გზის შეკეთების პარალელურად ისინი ითხოვენ სასმელი წყლის მიწოდების აღდგენას. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სოფელში წყლის მილები გაიყვანეს, სამუშაოები დასრულდა, თუმცა სავარაუდოდ სამშენებლო ხერვეზების გამო წყლის ჩართვა ვერ ხერხდება.

აქციის მონაწილეებს დღეს გამგებელი შეხვდა. მესიკ ფარცვანიას მტკიცებით, გზების შეკეთების დაგვიანება ტენდერთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია. მისი თქმით, 2016 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ წარადგინა შესაბამისი დოკუმენმტაცია, რისთვისაც ის დაჯარიმდა, ტენდერი კი ხელახლა გამოცხადდა.

„ტენდერის დასრულების შემდეგ შემუშავდა პროექტები, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროს წარედგინა. აქ ამ დრომდე მისი დეტალურად დამუშავება მიმდინარეობს“, - განმარტა გამგებელმა.

ბესიკ ფარცვანიას თქმით, დაახლოებით ერთ თვეში ელოდებიან სამინისტროსგან პროექტებს, რომლის მიხედვითაც მოხდება სამუშაოების დაწყება.

რაც შეეხება სოფელ მედანში სასმელი წყლის პრობლემას, გამგებლის თქმით, აღნიშნულ საკითხში არ არის „ღრმად გარკვეული“, ამ დღეებში გაეცნობა პრობლემას და ორშაბათს ექნება პასუხი, თუ რასთან გვაქვს საქმე. ბესიკ ფარცვანიას თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც მის გამგებლობამდე განხორციელდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.