რუხის სავაჭრო ცენტრთან ინფრასტრუქტურის მოწყობა დროებით შეჩერდა
საზღვრისპირა სოფელ რუხში სავაჭრო ცენტრის
სიახლოვეს ინფრასტრუქტურის მოწყობა დროებით შეჩერდა.
„უკეთესად მოხდება პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობის შესწავლა, რადგან ამ ეტაპზე, მას მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები უშლის ხელს. საუბარია არა თავისუფალ ზონაზე, საუბარია იმაზე, რომ ცივილურად მოეწყოს სკვერი, ავტოსადგომი, კანალიზაცია, და ა.შ. სავაჭრო ცენტრის მთელი ინფრასტრუქტურა. პროექტი არ შეჩერებულა, უბრალოდ მეტი დრო დაგვჭირდება მის განსახორციელებლად“, - უთხრა „ლაივპრესს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ.
რუხის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის შესახებ გადაწყვეტილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასული წლის დეკემბერში მიიღო. პროექტის ღირებულება 370 955 ლარია.