ზუგდიდში ორმული გზების გამო ქალაქმშენებლობის სამსახურს უსაყვედურეს [ვიდეო]
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრს, ბათლომე შელიას ქალაქმშენებლობის
სამსახურთან პრეტენზიები აქვს. მისი განცხადებით, ორ კვირაზე მეტია
ცენტრალური ქუჩების გზებზე ორმოები სარეკონსტრუქციოდ გაამზადეს, თუმცა
სამუშაოები შეჩერდა.
პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებით, მერიას ახასიათებს საქმისადმი მსგავსი „უნიათო“ დამოკიდებულება, რასაც ეს ფაქტიც ადასტურებს.
„ავტომობლით მოძრავი ადამიანები დატანჯული არიან. ჰკითხეთ ზუგდიდელებს, გაიხედეთ რა მდგომარეობაა გამსახურდიას და კოსტავას ქუჩებზე. ის რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო ორ დღეში, იწელება უკვე 20 დღეა“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.
საკითხზე პრეტენზიები გამოთქვა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ. მისი სიტყვებით, ესმით, რომ გზების მშენებლობა ვერ მოხერხდება სანამ არ დასრულდება წყლის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, თუმცა გასათვალისწინებელია მოქალაქეთა ინტერესებიც, რომლებიც ამის გამო დისკომფორტს განიცდიან.
ოპოზიციონერი დეპუტატების პრეტენზიებს უპასუხა მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსმა. მამუკა ლოგუას განცხადებით, გზების საფუძვლიანი რეკონსტრუქცია სწორედაც, რომ წყლის გაყვანილობის და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება. მანამდე კი მოქალაქეებისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით გადაწყვიტეს დაზიანებული უბნების ლოკალური რეკონსტრუქცია, თუმცა ცუდი ამინდის პირობებში სამუშაოები დროში გაიწელა. მისი განმარტებით, ოპერატიულობის დიდი სურვილის მიუხედავად მათ უნდა დაიცვან ასფალტირების სამუშაოების ტექნიკური ნორმა:
„მოსახლეობისთვის კომფორტის შექმნის მიზნით გადავედით ორმულ და მოხრეშვით სამუშაოებზე. ამისთვის გაკეთდა ეს კონსოლიდირებული ტენდერი. ამჟამად ქუჩა მომზადებულია, რომ ჩაეგოს ასფალტის საფარი. ეს ნორმალური ამინიდის პირობებში დამთავრდება 2-3 დღეში“, - განაცხადა მამუკა ლოგუამ.
მისი სიტყვებით, ორმული გზების პრობლემა 475 ქუჩაზეა.