ძლიერი წვიმის შედეგად ჩხორჰესი დაიტბორა
ძლიერი წვიმების შედეგად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე
ჰიდროელექტროსადგური
„ჩხორჰესი“ დაიტბორა, რის გამოც აბონენტთა დიდ ნაწილს ელექტრენერგია
არ მიეწოდება.
„ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქ ჩხოროწყუს ნაწილს, სოფლებს ახუთს, ლეწურწუმეს, ნაკიანს და ქვემო ჩხოროწყუს, მიმდინარეობს სამუშაოები იმისათვის, რომ დღის ბოლომდე ელექტრენერგიის მიწოდება აღუდგეს ყველა აბონენტს“, - უთხრა „ლაივპრესს“ „ენერგო -პრო ჯორჯიას“ საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ურიდიამ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის დათო გოგუას განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები, დახოცილია შინაური ფრინველი. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია მოსახლეობის დიდი ნაწილი. ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად გადაადგილება შეზღუდულია შიდა საუბნო გზებზე.