ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია
კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო
ასოციაციის 2016- 2017 წლების ლიგის ჩემპიონი გახდა. ქართველი
სპორტსმენის გუნდმა „გოლდენ სტეიტმა", ოკლენდში გამართულ ფინალური
სერიის მეხუთე მატჩში „კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120
დაამარცხა და სერია 4:1 მოიგო. ზაზა ფაჩულია საქართველოს ისტორიაში
პირველი სპორტსმენია, რომელიც პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის
ჩემპიონი გახდა.
გამარჯვების შემდეგ, სპრტსმენმა Fb-live ჩართო და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„საქართველოვ, ეს შენთვის არის, შენთვის... საქართველოში ჩამოვა თასი და ჩამოვა ბეჭედი" - ამბობს სპორტსმენი ვიდეოში. ზაზა ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან თამაშობს.