ჩხოროწყუს ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება
19 ივნისს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია
გაეთიშება.
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის
ინფორმაციით, ორშაბათს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გეგმიური
განაცხადით 10კვ ტრასის გაჩეხვის სამუშაოების მიზნით გამოირთვება
35/10 კვ ქვესადგური „ჩხორჰესის“ ფიდერი N6 და ფიდერი N4. შედეგად
დროის ამ მონაკვეთში ელექტროენერგია გაეთიშება ჩხოროწყუს სოფელ
ნაკიანში და ჯუმითაში 865 აბონენტს.