ახალი ამბები
თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ორსანტიაში ფერმერებს შესაწამლი აპარატი გადასცა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში ასოციაციის წევრ ფერმერებს მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატი და პრეპარატები გადასცა.

ფერმერებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებისას საჭირო უსაფრთხოების დაცვაზე სასწავლო ბუკლეტებიც დაურიგეს.

„ფერეროსა და USAID-ის მხარდაჭერით ასოციაციის წევრებს დავურიგეთ მაღლი ეფექტურობის შესაწამლი აპარატი. ასოციაციაში გვყავს დიდი რესურსი, რომელიც მოემსახურება როგორც დამწყებ ფერმერებს, ასევე გამოცდილ მეწარმეებს. ეს ყველაფერი ემსახურება თხილის პროდეუქციის ზრდას, რაც მთლიანობაში განავითარებს საქართველოს ეკონომიკას“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ.

ორსანტიაში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებიც.

„ზუგდიდის მუმიცალიტეტმა დაიწყო აზიური ხოჭოს საწინააღმდეგო შეწამვლის სახელმწიფო პროგრამა. სამუშაოები მთელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ორსანტიაში დღეს დამატებით თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ცალკე მოიტანა პრეპარატი, რომელიც ასევე დაეხმარება შეწამვლით სამუშაოებს“, - განაცხადა გამგებელმა ლაშა გოგიამ.

სოფლის მცხოვრებლები დაინტერესდნენ, თუ რა ვადაში უნდა მოხდეს შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება.

ასოციაციის აგრონომმა რევაზ შონიამ განმარტა, რომ ხშირმა ნალექმა გამოიწვია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების ინტენსიური გავრცელება. მისივე სიტყვებით, აუცილებელია დაჩქარებული ტემპით ჩატარდეს კომბინირებული ნაზავების გამოყენებით წამლობის სამუშაოები.

„ჰაერის ტემპერატურა რომ უფრო მაღალი ყიოფილიყო, ფაროსანას აქტივობაც უფრო მეტი იქნებოდა. მაგრამ სიცივეების გამო აზიურმა ფაროსანამ გამოსვლა დააყოვნა და ახლა ეფექტურად და შემჭიდროვებულ ვადებშია საჭირო წამლობის ჩატარება, თუ ამინდმა არ შეგვიშალა ხელი“, - განაცხადა აგრონომმა.

ფერმერებმა თქვეს, რომ აქამდე საკუთარი ძალებით ვერ ახერებდნენ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას.

„მხოლოდ ის წამლავდა, ვისაც ფული ჰქონდა, ახლა კი შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეს საქმე“, - გვითხრა ორსანტიის მცხოვრებმა გენადი ხაზალიამ.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატები ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გარდა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ფერმერებსაც დაურიგა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.