ახალი ამბები
მინისტრის მოადგილე აზიურ ფაროსანაზე: აღმოფხვრა ფაქტიურად შეუძლებელია [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აქ საუბარია მავნებლის პოპულაციის შემცირებაზე და არა მთლიანად აღმოფხვრაზე. მისი მთლიანი აღმოფხვრა, როგორც ჩვენი დასავლელი ექსპერტები გვეუბნებიან ფაქტიურად შეუძლებელია, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ზუგდიდში მეწარმეებთან და ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სამინისტროს წარმომადგენელმა შესაბამისი განცხადება თხილის მავნებელ ე.წ. აზიურ ფაროსანაზე საუბრისას გააკეთა. შეხვედრაზე ყველაზე მეტი კითხვა სწორედ თხილის უხარისხო მოსავალზე და კულტურაზე გავრცელებულ სხვადასხვა სახის მავნებელზე დაისვა. გამოითქვა პრეტენზიები, რომ შეწამლის სამუშაოები სახელმწიფომ დაგვიანებით დაიწყო.

მინისტრის პირველი მოადგილის სიტყვებით, გამომდინარე იქედან, რომ აზიური ფაროსანა საქართველოში მანამდე არ დაფიქსირებულა, არ არსებობდა მასთან ბრძოლის პრაქტიკა და არც სამეცნიერო ნაშრომი, რის მიხედვითაც იმუშავებდნენ. შესაბამისად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით სახელმწიფომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოიწვია სპეციალისტები. როგორც ნოდარ კერესელიძემ განმარტა, სწორედ მათი დახმარებით შემუშავდა და ხორციელდება თხილის მავნებელთან ბრძოლის პროგრამა.

„ეს არის პირველი წელი, როცა ამ მავნებელთან ბრძოლა ხორციელდება პროგრამულად და დაგეგმილად. ჩვენ ველოდებით, რომ წელს იქნება ერთგვარი დაკვირვების წელი იმისა, რომ ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს ეს ღონისძიება. იმის, თქმა, რომ ეს პროგრამა იქნება ას პროცენტიანი ამის თქმა ძნელია, იმიტომ, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ ამაზე დაკვირვებას. ალბათ მომდევნო - მეორე და მესამე წელი ბევრად ეფექტური იქნება“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

მისი თქმით, ექსპერტების ინფორმაციის თანახმად, მავნებლის საბოლოოდ განადგურება პრაქტიკულად შეუძლებელია და სახელმწიფოს მასთან ბრძოლა პრაქიკულად ყოველ წელს მოუწევს.

შეხვედრაზე ასევე გამოითქვა პრეტენზიები, რომ გლეხებს არ აქვთ ინფრომაცია, მავნებლებთან ბრძოლის შესახებ. ფერმერები მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ აუცილებელია მეტი შეხვედრების ან ტრენინგების ჩატარება.

როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები გააჩნია ყველა მუნიციპალიტეტში, რომლის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მისი თქმითვე, ამ პროცესში ჩართულია სურსათის უვნებლობის სამსახურიც.

ზუგდიდის ტექნოპარკში დღეს მეწარმეებთან და ფერმერებთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ სეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე,
დღეს
13:58 / 16.08.2022
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს
ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი
დააზიანეს. ადგილობრივი
13:36 / 16.08.2022
ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი დააზიანეს. ადგილობრივი
წუხელ ღამით, ხარკოვის ათიდან ხუთი რაიონი დაიბომბა. ამის შესახებ
ხარკოვის მერი,
10:35 / 16.08.2022
წუხელ ღამით, ხარკოვის ათიდან ხუთი რაიონი დაიბომბა. ამის შესახებ ხარკოვის მერი,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.