შალვა გაჩეჩილაძე მსოფლიოს თასის ეტაპის გამარჯვებული გახდა ცხენოსნობაში
ქართველი სპორტსმენი შალვა გაჩეჩილაძე ცხენოსნობაში მსოფლიოს თასის
ეტაპის
გამარჯვებული გახდა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით, კაჭრეთის „ამბასადორში“ 22-25 ივნისს
ჩატარდა მსოფლიოს თასის ეტაპი კავკასიის ლიგის გათამაშება
ცხენოსნობაში. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო საქართველოს, ირანის,
აზერბაიჯანის და უკრაინის 20-მა ცხენოსანმა. შეჯიბრება ჩატარდა
დაბრკოლებების გადალახვაში.

„ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ ორ დისციპლინაში - პატარა კლასში და რთულ კლასში. პატარა კლასში ჩემპიონი გახდა თორნიკე პაპიშვილი, ვერცხლის მედალი გეგი მეტონიძემ დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაო გიორგი ძინძიბაძემ. რთულ კლასში ოქროს მედალი მოიპოვა შალვა გაჩეჩილაძემ, მეორე აზერბაიჯანელი ლაშა სამედოვი იყო, მესამე ასევე აზერბაიჯანელი რაჰიდ ისმაილოვი“, - აცხადებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.

მათი ინფორმაციითვე, კავკასიის ლიგა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, საუკეთესო შედეგის მქონე ერთი სპორტსმენი მოიპოვებს მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის საგზურს, რომელიც 2018 წელს ჩატარდება. მსოფლიოს თასის მომდევნო ეტაპს თბილისი სექტემბერში მიიღებს.