ახალი ამბები
ნიკოლოზ ანთიძე: სვანეთში 160-მდე ობიექტი გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის განცხადებით, სოფელ ჩვიბიანში ჩამოშლილი XV საუკუნეების კოშკის გაწმენდითი სამუშაოები ბევრ ნიუანსს გამოაჩენს მის თავდაპირველ სახესთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, როგორც ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, არ ჩქარობენ და კოშკის რეკონსტრუქციის პროექტის შედგენა დაიწყება მას შემდეგ რაც გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება. შესაბამისი განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველის არხის გადაცემა „c სტუდიაში“ გააკეთა.

რაც შეხება სვანეთში კულტურული ძეგლების ნგრევის პრევენციულ ღონისძიებებს ანთიძის სიტყვებით, პრევენცია, მსგავსი ნგრევა, რომ არ მოხდეს არ არსებობს, რადგან სხვა შემთხვევაში უნდა მოხდეს ამჟამად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 160 ძეგლის სრული რეკონსტრუქცია რისი არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი სააგენტოს არ გააჩნია:

„ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობის და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, იდენტიფიცირებული გვავქს 160-მდე ობიექტი, რომელიც სასწრაფო გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს. შარშან 170 იყო. წელს 10 ობიექტის რეაბილიტაციაა ჩასმული, ტენდერიც გამოცხადებულია და დაიწყება ფიზიკური სამუშაოები. გარდა ამისა ჩაჟაშის რეაბილიტაცია მიმდინარეობს უკვე სამი წელიწადია და 2 წელიწადში მთლიანი სოფელი იქნება აღდგენილი იმ თავდაპირველი სახით, როგორიც ჩვენამდე შემოინახა. პრობლემა არის ის, რომ პრევენცია როდის რა ჩამოინგრევა ნამდვილად არ არსებობს. 160 ძეგლიდან რომელს რა ბუნებრვი პირობები მოუსწრებს, იქნება ეს კატაკლიზმები თუ ბევრი სხვა მიზეზი, არავინ არ არიცის და ამის პრევენციას ვერ გააკეთებ. პრევენცია არის ის, რომ მთლიანად რესტავრაცია გააკეთო. პრობლემა კი არის ის, რომ 160 ძეგლის მთლიან რესტავრაციას მარტო სვანეთში დღეს არსებული მდგომარეობით არც ადამიანური რესურსი და ფინანსური რესურსი არ ეყოფა. ფინანსურს, რომ თავი დავანებოთ ამას ადამიანური რესურსი სჭირდება, პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანები სჭირდება ვინც მუშაობენ ძეგლებზე და ვინც აღადგენენ. ამიტომაც ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ ამ სამუშაოებს“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სვანეთში რეკოსნტრუქციის თვალსაზრისით აქცენტი კეთდება მნიშვნელოვან ძეგლებზე, მათ შორის არის მაჩუბები (ისტორიული სვანური სახლები).

ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, სააგენტო ქვეყნის მასშტაბით აღსადგენი უამრავი ობიექტისგან პრიორიტეტულს განსაზღვრავს მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით.

სოფელ ჩვიბიანში XV საუკუნეების მურყვამის - სვანური კოშკი 22 ივნისს ჩამოინგრა. მეორე დღეს, უშგულის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, თუ შესაბამისი უწყებები დროულად არ მიხედავენ შექმნილ ვითარებას, შესაძლოა ყველა კოშკი ჩამოინგრეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რესტავრატორთა ჯგუფი სოფელ ჩვიბიანში ჩამოშლილი საგვარეულო კოშკის გაწმენდით სამუშაოებს შეუდგა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.