ახალი ამბები
უშგულში ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდა
FaceBook Twitter
E-mail Print
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით უშგულში ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდა. შეჩერებულია ნებართვების გაცემაც, განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენამდე.

ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ეკონომიის სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა მოცემულ გეგმაზე, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველასთვის დაადგენს „თამაშის წესებს“, ვის სად და როგორ შეეძლება სამუშაოების წარმოება, იქნება ეს ახალი მშენებლობები თუ უკვე არსებული ძეგლების განვითარება.

„ეს დოკუმენტი სავალდებულო იქნება ყველასთვის. ჩვენი გათვლებით, ის დაახლოებით 7-8 თვეში უნდა მოზადდეს. დოკუმენტი შეიმუშავებს იმ ეტაპებსაც, როდის რისი რეკონსტრუქცია მოხდეს. შეიძლება რაღაც ახალი მშენებლობა არის, მაგრამ იყოს მისი სწორი ინტეგრირება სწორ გარემოში“, - განმარტა ნიკოლზ ანთიძემ.

მისივე თქმით, მუდმივად საუბრობს ადგილობრივ მოსახლეობასთან იმაზე, რომ თუ ასე გაგრძელდება, აღარ იქნებიან უშგულის მონახულების მსურველები, რადგან მრავალსართულიანი შენობების და საცხოვრებლების პირობებში ის დაკარგავს იმ განსაკუთრებულობას, რითაც დღეს ტურისტებს იზიდავს.

სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომა შესაძლოა შემაფერხებელიც იყოს მცირე ბიზნესისთვის, ვისაც აქ საკუთარი საწარმოს და სასტუმროს გახსნა სურს. თუმცა მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, მომდევნო წლებში ადამიანს ჰქონდეს უკეთესი გარემო და მეტი სარგებლის მიღებაც შეძლოს.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, უშგული ტურისტებით და ვიზიტორებით ყველაზე დატვირთული ადგილია, რამაც აღნიშნულ ტერიტორიაზე თვითნებური ჩარევები გამოიწვია, მათ შორის საცხოვრებელი სახლების შეუსაბამო ადგილზე აშენების კუთხით.

„ჩვენ ჩაჟაშის რეკონსტრუქცია დავიწყეთ ზუსტად იმ მიზნით, რომ ეს იყო ერთადერთი სოფელი, რომელიც თავისი ავთენტურობით მაქსიმალურად იყო შემორჩენილი და ნეგატიური ზეგავლენები ნაკლებად იყო. დანარჩენ სოფლებში, მუყმელში იქნება, ჩვიბიანში თუ ჟვიბიანში, გარკვეული ჩარევები უკვე არსებობს, რომლის გამოსწორება უფრო შემდგომი ეტაპისთვის გადაიდო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენამდე შემონახული გადაგვერჩინა და აღგვედგინა“, - შესაბამისი განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველის არხის გადაცემა „c სტუდიაში“ გააკეთა.

სოფელ ჩვიბიანში XV საუკუნეების მურყვამის - სვანური კოშკი 22 ივნისს ჩამოინგრა. მეორე დღეს, უშგულის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, თუ შესაბამისი უწყებები დროულად არ მიხედავენ შექმნილ ვითარებას, შესაძლოა ყველა კოშკი ჩამოინგრეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რესტავრატორთა ჯგუფი სოფელ ჩვიბიანში ჩამოშლილი საგვარეულო კოშკის გაწმენდით სამუშაოებს შეუდგა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.