დე ფაქტო პროკურატურამ ქართველებზე გაცემული პასპორტის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გააპროტესტა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა
აპროტესტებს გალის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ბესლან
არშბას მიმართ დადგენილ გამამართლებელ განაჩენს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ბესლან არშბამ გალის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობისას უკანონოდ შექმნა პასპორტის გამცემი კომისია, რის შედეგადაც მოსახლეობის პასპორტიზაცია მოხდა. დე ფაქტო პროკურატურა მიიჩნევს, რომ რესპულიკის კანონმდებლობის დარღვევით უგულებელყოფილ იქნა სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოების ინტერესი.
დე ფაქტო გენერალური პროკურატურა ოჩამჩირის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას ითხოვს, საქმეში თანდართული მტკიცებულებების სიმცირის გამო.
ოჩამჩირის დე ფაქტო სასამართლომ მიმდინარე წლის 4 მაისს გამოიტანა განაჩენი, რომლითაც ბესლან არშბა წარდგენილი ბრალდების სამ ეპიზოდში გამართლდა, რადგან სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მტკიცებულებები, გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად.