ახალი ამბები
მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე პრეზიდენტი კონსულტაციებს გამართავს
FaceBook Twitter
E-mail Print
პრეზიდენტის წარმომადგენლებმა მოისმინეს ყველა არგუმენტი და გადაწყვეტილებას, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, კონსულტაციების შემდეგ მიიღებს, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, განაგრძობენ კანონპროექტზე მუშაობას, რომელიც ამ დრომდე არ მიუღიათ და მუდმივად მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას მის შესახებ.

„თავიდანვე პრეზიდენტი სკეპტიკურად იყო განწყობილი გარკვეული ცვლილებების მიმართ ამ კანონპროექტში, რომელიც ეხებოდა 7 ქალაქისთვის ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას . ჩვენ ყველანი მიჩვეულები ვართ, რომ გორი, თელავი ქალაქია, მაგრამ აქ წარმოითქვა არასამთავრობოების მიერ ბევრად მეტი შენიშვნა. მათ შორის ის, რომ გამოტოვებული იყო სერიოზული ეტაპი ამ კანონპროექტის მიღების – ხალხისთვის კითხვა, რა სურთ მათ. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ შენიშვნებზე ვიფიქრებთ და ჩამოვაყალიბებთ პოზიციას”, - განმარტა ანა დოლიძემ.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, მათ პრეზიდენტის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია წარუდგინეს და იმედი გამოტქვეს, რომ გიორგი მარგველაშვილი პროცესებში ჩაერთვება, რაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტოს დადებაში გამოიხატება.

„სიდას” აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის თქმით, პროცესი სამართლებრივი დებულებების დარღვევით წარიმართა, რაც არასამთავრობოებმა გაასაჩივრეს. მანვე განმარტა, რომ საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ცვლილებით 100 000-ობით ადამიანს ერთმევა შესაძლებლობა, აირჩიონ საკუთარი თვითმმართველობა, ჰქონდეთ საკუთარი პრიორიტეტები და ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„საიას“ წარმომადგენელ ირმა პავლიაშვილის თქმით, ცვლილებებზე მოსახლეობასთან კონსულტაცია არ გამართულა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობენ ისინი ისინი ტერიტორიულ გაერთიანებაზე.

„ეს არგუმენტები მივაწოდეთ, შევთანხმდით იმაზე, რომ სამომავლო თანამშრომლობაც გაგრძელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის საკითხს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სწორედ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს პოზიციას ვეტოს გამოყენებასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა მან.

მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ კანონპროექტს მხარი პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით დაუჭირა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივა თავის დროზე ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებმა დაპირისპირების ფონზე დაამტკიცეს, მათ შორის ზუგდიდშიც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.