ახალი ამბები
ენმ: კომპანიას, რომელმაც ზუგდიდში პარკირება უნდა მოაწყოს, აუქციონი მერმა და გუბერნატორმა მოაგებინა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში პარკირების მოსაწყობად გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული, რომლის ვინაობასაც ჯერ მერიაში არ ასახელებენ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანია „თაუნ პარკია“.

ოპოზიციური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, რომ „თაუნ პარკის“ ხელმძღვანელი პირები ნუკრი ესათია და ნიკოლოზ შელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორსთან და ქალაქ ზუგდიდის მერთან ირაკლი გოგოხიასთან მეგობრობენ. ანა წითლიძის მტკიცებით სწორედ მათი დახმარებით გახდა კომპანია ელექტრონულ აუქციონში გამარჯვეული. ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კომპანიასთან საკუთარი ინტერესები აქვს ყოფილი დაჯგუფება „ტყის ძმების“ ხელმძღვანელს, დათო შენგელიას:

„თაუნ პარკის ხელმძღვანელი არის გუბერნატორ შენიას და „ტყის ძმების“ მეთაურის უახლოესი გარემოცვა და მისი მეგობრები ნოდარ ესათია და ნიკოლოზ შელია. ეს უკანასკნელი არის დათო შენგელიას ნათლული. ჩვენი ინფორმაციით ამ ადამიანებმა, გუბერნატორი შოანიას და ქალაქის მერის, ირაკლი გოგოხიას მეშვეობით ზეწოლა მოახდინეს ყველა უმ კომპანიაზე, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ მონაწილეობა მიეღო ამ ელექტრონულ აუქციონში. დაემუქრნენ მათ სუსის მეშვეობით, რომ თი ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას ან გააჟღერებდნენ ამ ინფორმაციას, მათ ექნებოდათ პრობლემები“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მის ბრალდებებს უპასუხეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. პრესსამსახურის განცხადებით, პარკირების საკითხთან არანაირი კავშირი არც გუბერნატორს და მის ადმინისტრაციას არ აქვს.

„ეს არ წარმოადგენს ჩვენს კომპეტენციას და არის თვითმმართველობის გადასაწყვეტი საკითხი. რაც შეეხება ბრალდებას, არის სიცრუე, არ ემყარება ფაქტებს და მიზნად ისახავს გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას ოპონენტი პარტიის მხრიდან. რაც შეეხება, თქვენს მიერ დასახელებულ პირებს, რომელსაც ქალბატონი წითლიძე ვითომ გუბერნატორის მეგობრებად უსახელებს მედიას, არათუ გუბერნატორის ახლობლები არ არიან, არამედ მათ, ლევან შონია არც კი იცნობს“, - განუცხადეს „ლაივპრესს“ რწმუნებულის პრესსამსახურში.

თავის მხრივ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ითხოვს, გასაჯაროვდეს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს თუ რომელმა კომპანიამ და რა პირობებით მოიგო რამდენიმე დღის წინ ელექტრონული აუქციონი. მისი ინფორმაციით, ხელშეკრულებაც, რომელიც ფორმდება „თაუნ პარკთან“ დაინტერესებულიო პირების სურვილებს იქნება მორგებული.

ენმ-ის ბრალდებებთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მერიაში კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ.

„თაუნ პარკმა“ პარკირების სისტემის მოწყობის მისეული ხედვა მიმდინარე წლის იანვარში წარადგინა. შეხვედრაზე კომპანიის წინადადების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შენიშვნები ჰქონდათ. ის მაშინ ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ამ საკითხის მიმართ ინტერესი გამოიჩინა.

ქალაქში პარკირების მოსაწყობად კი ელექტრონული აუქციონი მერიამ 22 ივნისს გამოცხადდა, სადაც გამარჯვებულიც გამოვლინდა. კომპანიამ, რომლის ვინაობასაც მერია იმ მიზეზით, რომ ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა არ ასახელებს, 12 ათას 300 კვ.მ მოცულობის მიწის ნაკვეთი იჯარის ფორმით, 10 წლის ვადით 203 ათას ლარად მიიღო. უფრო ადრე ზუგდიდის საკრებულოში პარკირების მოწყობის წესში ცვლილებას სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.