ჟაბეშის დასახლებაში მეწყერის საფრთხე ისევ რჩება [ფოტო]
მესტიის მუნიციპალიტეტის ჟაბეშის დასახლებაში მეწყერის ჩამოწოლის
საფრთხე კვლავ არსებობს.
როგორც „ლაივპრესს“ გამგებლის წარმომადგენელმა მულახის თემში სოსო
ზურებიანმა განუცხადა, სტიქიის თავიდან აცილების მიზნით სოფლის
მდინარეს მძიმე ტექნიკის გამოყენებით, ჩაღრმავება უკეთდება.

„ამოვიყვანეთ ექსკავატორი და უკეთდება ჩაღრმავება, რათა წყლის დონეც შემცირდეს და არ გადმოვიდეს კალაპოტიდან. ახლა არ წვიმს, მაგრამ ღელე ადიდებულია და მეწყერის საფრთხე ისევ არის“, - განაცხადა სოსო ზურებიანმა.

5 ივლისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მულახის თემის ჟაბეშის დასახლებაში მდინარე ადიდდა და მეწყერის თავიდან აცილების მიზნით გუშინდელიდან ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. როგორც „ლაივპრესს“ გამგეობაში უთხრეს, თემს მსგავსი პრობლემები უხვი ნალექის შემდეგ ხშირად აქვს.

ჟაბეში სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდთან ახლოს მდებარეობს.