ხობის სოფელ ხიბულაში ოჯახი დააყაჩაღეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში ადგილობრივი მცხოვრების
ოჯახი დააყაჩაღეს. კვირკვიების სახლში ორი დაუდგენელი პირი შეიჭრა.
მათ ოჯახის ერთ-ერთ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 80 ლარი
წაართვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამასთან შსს-ში განმარტავენ, რომ არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ადგილზე ხუთი თავდამსხმელი იყო:
„ორი თავდამსხმელი იყო. წამებას ადგილი არ ჰქონია, ერთ-ერთს მიაყენეს შეურაცხყოფა. ამ ეტაპზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს“, -აცხადებენ შს სამინისტროში.