აღმოსავლეთ პარტნიორობის ელჩებმა ენგურის ხიდი დაათვალიერეს [ვიდეო]
ენგურის ხიდი დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის
წევრმა საგანგებო დავალებათა ელჩებმა დაათვალიერეს. ისინი ადგილზე
გაეცნენ არსებულ ვითარებას და ოკუპირებული რეგიონიდან მოსახლეობის
გადაადგილების პროცესს დააკვირდნენ. მათ ერთხელ კიდევ აღნიშნეს, რომ
მხარს უჭერენ, პატივს სცემენ და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ
მთლიანობას, ასევე უარყოფითად აფასებენ ყოველგვარი უხეში ზალის
გამოყენებას.

„ეს განაცხადები გაკეთებული იყო ჩვენი ქვეყნების მთავრობების და სხვა დემოკრატიული საზოგადოების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ხდება ადგილზე, ჰქონდეს რეალური ინფორმაცია. ამ მხრივ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. სწორედ სადამკვრივებლო მისია აგროვებს ადგილზე ინფორმაციას, რომელიც შემდეგ მიეწოდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ბრიუსელს“, განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის ელჩმა ლიტვიდან იონას პასლაუსკასმა.

ელჩები გუშინ საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.
აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წელს შეიქმნა. მისი წევრები ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანაა.