პატიმრის ნათესავები ზუგდიდის პროკურატურასთან აქციას მართავენ [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან მსჯავრდებულ
პაპუნა ნანეიშვილის ნათესავები საპროტესტო აქციას მართავენ.
პატიმრის ოჯახის წევრების თქმით, ნანეიშვილს პოლიციამ იარაღი ჩაუდო, თუმცა რა მოტივით, ამის შესახებ მშობლებმა არაფერი იციან.
მათივე თქმით, პატიმარი უკვე წელიწადნახევარია სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, სასამართლოს ბოლო სხდომაზე კი პროტესტის ნიშნად მან თვითდაზიანებაც მიიყენა და ვენები გადაიჭრა.
ისინი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვენ. ამასთან, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მსჯავრდებული უკვე 54-ე დღეა შიმშილობს და ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
პაპუნა ნანეიშვილის ნათესავების ცნობით, პატიმარს ჯერ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, პროკურორის მხრიდან გასაჩივრების შემდეგ ერთი წელიც დაუმატეს. ის სასჯელს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.
მსჯავრდებული 26 წლისაა. ის ხობის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია.
ოჯახის წევრები ამ წუთებშიც პროკურატურასთან რჩებიან და ელოდებიან პასუხს, შევა თუ არა გენერალური ინქპექცია ციხეში და დაიწყება თუ არა საქმის ხელახალი გამოძიება.