საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნის შემდეგ გენინსპექცია მსჯავრდებულთან შევიდა
პატიმარ პაპუნა ნანეიშვილთან გენერალური ინსპექცია შევიდა. ამის
შესახებ „ლაივპრესს“
მისმა მამამ, თამაზ ნანეიშვილამ განუცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც
პატიმრის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცოტა ხნის წინ ხობის
მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში საპროტესტო აქცია გამართეს საქმის
ხელახლა გამოძიების მოთხოვნით.
„ეს წუთია დამირეკა ჩემმა შვილმა და მითხრა, რომ უკვე შევიდა მასთან გენერალური ინსპექცია“, - გვითხრა თამაზ ნანეიშვილმა.
აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას გეგმავდნენ, თუმცა მათთან იმყოფებოდა ხობის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. მან ორშაბათამდე ითხოვა ვადა ყველაფრის გარკვევის და დეტალების დაზუსტების. ამის შემდეგ შეკრებილები დაიშალნენ.
ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა საპროტესტო აქცია 14 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთანაც გამართეს. მათი მტკიცებით, პაპუნა ნანეიშვილი უდანაშაულოა და მას იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. ის ექვსწლიან სასჯელს გეგუთის ციხეში იხდის, თუმცა დღეს სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, რადგან 54-ე დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.