აბაშიძე: ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც პრობლემა აქვს რუსეთთან და მარტივად აგვარებს
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური
წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობა
დღეს ყველა ქვეყანას უჭირს. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, საქართველოს
ხელისუფლება ცდილობს ოკუპაციის გამოწვევებს ეფექტური პოლიტიკა
დაუპირისპიროს.
„რუსეთთან ურთიერთობა დღესდღეობით ყველა ქვეყანას უჭირს. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც პრობლემა აქვს რუსეთთან და მარტივად აგვარებს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად, მაგრამ ამავე დროს, პრინციპულად უნდა გავატაროთ ჩვენი პოლიტიკა და დავიცვათ ჩვენი პრინციპები. ტურბულენტურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. მე იმ ასაკში ვარ, როდესაც „ცივი ომის" დროს რა ხდებოდა, ახსოვს ჩემი თაობის ხალხს. მაშინ ასეთი სარისკო ვითარება არ იყო მსოფლიოში, იყო რაღაც კრიტიკული მომენტები, მაგრამ რაღაც თამაშის წესები მაინც არსებობდა.
დღევანდელ მსოფლიოში თითქმის მოშლილია, საერთაშორისო სამართალი, წესრიგი. ნახეთ რა ხდება ევროპაში, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიაში. ძალიან ტურბულენტურ სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ყველა, შევინარჩუნოთ მშვიდობა, გავუფრთხილდეთ სტაბილურობას ქვეყანაში, რეგიონში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისი სიტყვებით, ძალიან სახიფათო სამყაროში ვცხოვრობთ და სანამ ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ვიქნებით ამ ტურბულენტურ ვითარებაში.