უკრაინის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად მესტიაში იმყოფება
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეუღლესთან ერთად მესტიაში
იმყოფება.
ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი მესტიაში მარგიანების სახლ-მუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს, ასევე, ტრადიციულ სვანურ კოშკს დაათვალიერებს. მასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის ადმინსტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი იმყოფებიან.
მანამდე პეტრო პოროშენკო სოფელ ოძისის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში 17 ივლისს ჩამოვიდა, ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
პოროშენკო ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტი თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან - სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრა.