უკრაინის პრეზიდენტს სვანეთში მახშვის სკამი და სვანური ქუდი აჩუქეს
უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს სვანეთში ვიზიტისას სახსოვრად
მახშვის სკამი და სვანური ქუდი აჩუქეს, სვანური ქუდები ასევე
უსახსოვრეს უკრაინიის დელეგაციის წევრებს.
უკრაინის პრეზიდენტს მესტიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა უმასპინძლეს.

პეტრო პოროშენკო ოჯახთან და დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ის მარგიანების სახლ-მუზეუმს ეწვია და სვანური, ტრადიციული კოშკი დაათვალიერა.

უკრაინის პრეზიდენტი, მესტიიდან ბათუმში გაემგზავრება, სადაც საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მანამდე პეტრო პოროშენკო სოფელ ოძისის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში 17 ივლისს, პრეზიდენტის მოწვევით ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
უკრაინის პრეზიდენტის მესტიაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.