ახალი ამბები
გამგეობის კულტურისა და ჯანდაცვის სამსახურების თბილისში მივლინების ხარჯები
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორმა სამსახურმა ექვს თვეში თბილისში მივლინებითვის 975 ლარი დახარჯა.

გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი 9 თებერვლიდან 2 დღით იმყოფებოდა თბილისში, "ადრეულ და სკოლამდელი განათლების შესახებ“ ნორმატიული აქტების პროექტების შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე. მივლინებისთვის დაიხარჯა 60 ლარი.

ამავე სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა 16-17 მარტს, თბილისში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის გენდერული საბჭოს ღონისძიებაზე. მივლინებისთვის კი გამოეყო 30 ლარი.

იგივე განყოფილების უფროსი 22 მაისიდან 2 დღით გაემგზავრა წყალტუბოში, ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. დაიხარჯა 30 ლარი.

ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა 27-28 აპრილს თბილისში, „ექსპოჯორჯიაში“ ტურისტულ ღონიძიებაში მიიღო მონაწილეობა. დაიხარჯა 60 ლარი.

ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ორი თანამშრომელი 5-დან 9 ივნისის ჩათვლით მცხეთაში, სასტუმრო „კაპილონში“ იმყოფებოდნენ „ახალგაზრდობის კეთილდღეობის ზრდისა და განვითარების“ მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში თითოეულმა მათგანმა 105-105 ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან.

სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების სპეციალისტი 23-დან 25 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა თბილისში, „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ორგანიზებულ ტრენინგზე. ამ მივლინებისთვის გამოიყო 75 ლარი.

ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი 15 თებერვლიდან 5 დღით გაემგზავრა ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგზე „მუნიციპალიტეტის მართვის სისტემა“. მან საამისოდ 105 ლარი დახარჯა.

სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი 13 მარტიდან 3 დღით გაემგზავრა თბილისში, ორგანიზაცია „ადამინაი გაჭირვებაში“ მიერ სოციალურ საკითხზე გამართული პროექტის პრეზენტაციაზე. მივლინებას მოხმარდა 75 ლარი.

სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი 27 დან ორი დღისთ იმყოფებოდა თბილისში ტრენინგზე და დაიხარჯა 60 ლარი.

სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში განყოფილების ორი თანამშრომელი 31 მარტს ბათუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და გაეროს განვითარების პროექტის ფარგლებში კონფერენციას დაესწრო. საამისოდ კი თითოეულმა მათგანმა 15-15 ლარი დახარჯა.

ასევე სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი 27 აპრილიდან ორი დღით ტრენინგზე გაემგზავრა თბილისში. დაიხარჯა 60 ლარი.

სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი და წამყვანი სპეციალისტები 22-24 მაისს იმყოფებოდნენ ყაზბეგში. ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე. თითოეულისთვის დაიხარჯა 45-45 ლარი.

სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი გოჩა კეკუტია 25 ივნისიდან 2 დღით იმყოფებოდა თბილისში, „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ მიერ გამართულ ღონისძიებაზე ბენეფიციარებისთვის ეტლების მიღების მიზნით. მივლინებისთვის 30 ლარი დაიხარჯა. ამავე ღონისძიებაზე მასთან ერთად იმყოფებოდა ჯანდაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი, რომელსაც მივლინების თანხად 60 ლარი გამოეყო.

საერთო ჯამში 2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 76-მა თანამშრომელმა 18 902 ლარი დახარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის საზღვრებს გარეთ მივლინებებისთვის. აქედან მხოლოდ საზღვარგარეთის მივლინებებს 11 980 ლარი მოხმარდა. გამგებლის, მისი მოადგილის და თანაშემწის თბილისის მივლინებას კი 1 111 ლარი.

ინფორმაცია „ლაივპრესმა“ გამგეობიდან გამოითხოვა. მოწოდებულ მონაცემებში არ არის მითითებული თანამშრომელთა ვინაობა, გარდა თანამდებობის პირებისა, რაც ახსნილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მუხლით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.