პრემიერი: საქართველოს აქვს ყველა ტექნიკური ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს
ყველა
ტექნიკური ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის. ამის შესახებ მან
მთავრობის ადმინისტრაციაში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად
გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით ახორციელებს ნატო-სთან თანამშრომლობის არსებით პაკეტს და სტრატეგიული თანამშრომლობის პაკეტს აშშ-სთან.
„ნატო-ს და აშშ-ს ხელმძღვანელობის მხრიდან რამდენჯერმე ითქვა, რომ არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს გამოყენების უფლება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
თავის მხრივ, მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს მჭიდრო მუშაობას საქართველოს მთავრობასთან იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქვეყნის ნატო-სთან დაახლოება და ერთ დღეს მისი წევრი გახდეს.