ახალი ამბები
მამა-შვილ როგავებს დე ფაქტო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის სოფელ რიყეში მცხოვრებ მამა-შვილ არჩიკო და პაატა როგავებს პატიმრობა მიესაჯათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ არჩიკო როგავას თავისუფლების აღკვეთა ორი წლით, პაატა როგავას კი 2 წლით და ექვსი თვით მიესაჯათ.

„ეს არის ცალსახად უკანონო გადაწყვეტილება დე ფაქტო სასამართლოს მიერ. აღნიშნული პირები უკანონოდ იყვნენ დაკავებულები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს მუშაობას აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად მოლაპარაკების ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“, - განმარტეს სუს-ში.

პაატა და არჩიკო როგავები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მკვიდრები არიან. მათი ოჯახის წევრების სიტყვებით, მამა-შვილი მდინარე ენგურის სანაპიროზე დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა მაშინ დააკავეს როცა ისინი ცხენს ეძებდნენ. ოჯახი ირწმუნება, რომ დაკავებულებს პირობითი საზღვარი არ გადაუკვეთავთ. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური. განცხადებაში, რომელიც 24 აპრილს გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ მამა-შვილს ბრალად ედება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა, დამატებით პაატა როგავას კი დაკავებისას დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

როგავების ოჯახმა ენგურის ხიდზე მანამდეც არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია.
Print E-mail
Twitter
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ქვეყნის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.