ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრის შენობა ოთხსართულიანი იქნება - რეკონსტრუქცია 10 მლნ ლარამდე დაჯდება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის რეკონსტრუციისთვის ჯამში 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. მათ შორის მილიონ 800 ათას ლარია განსაზღვრული გამაგრების სამუშაოებისთვის. აღდგენის პროექტის ღირებულება კი 8 მილიონ 100 ათასს შეადგენს. თეატრის ხელმძღვანელმა ზურაბ ეგუტიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ამ თანხიდან 4 მილიონი სცენის მოსაწყობად იქნება საჭირო. კერძოდ, განათება-გახმოვანების თუ აკუსტიკისთვის. შენობა უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.

„4 ათას 300 კვ.მ იქნება თეატრი. თითქმის ორმაგდება. თუ არის ორსართულიანი, გახდება ოთხსართულიანი. აქ იქნება ყველაფერი, სადეკორაციო, სამკერვალო, სტილისტი, საგრიმიორო, სადურგლო, სახელოსნოები. ასევე ორი კაფე და დიდი საკონფერენციო დარბაზი. ახალ თეატრში იქნება ყველაფერი, თუ რამ არსებობს და საჭიროა“, - გვითხრა ზურაბ ეგუტიამ.

მისივე ინფორმაციით, რეკონსტრუირებულ შენობაში ორი სცენა მოეწყობა. ერთი უკვე არსებულზე ცოტათი დიდი, მეორე კი მცირე, 150 ადამიანზე გათვლილი.

სარემონტო სამუშაოები უახლოეს კვირებში დაიწყება და ის დაახლოებით ორ წელიწადს გასტანს.

მანამდე დასი ზუგდიდის ბაზრის წინ მდებარე კულტურის სახლში გადავა, ადმინისტრაცია კი სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობის მესამე სართულზე იფუნქციონირებს რეკონსტრუქციის დასრულებამდე:

„მერიას მივმართეთ წერილით და დაგვეხმარა. კულტურის სახლიც გვერდში დაგვიდგა და გვთხრა, ყველანაირად დაგეხმარებითო. გადმოგვცა სცენა, სადეკორაციოები. სველი წერტილებია გასარემონტებელი. მერიამ გვითხრა, ამასაც ჩვენ გავაკეთებთო. ადმინისტრაცია ალბათ იქითა კვირაში გადავალთ. კულტურის სახლში კი, როგორც კი აქ შემოვა „ქართუ“, დავიწყებთ სცენის და ყველაფრის გადატანას“.

ზურაბ ეგუტიამ სხვა სიახლეების შესახებაც მოგვაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, მათი სტუდიის ხუთი ახალგაზრდა ბათუმის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ, როემლთა დაფინანსებასაც მერია იღებს საკუთარ თავზე.

რაც შეეხება ახალ სპექტაკლს, აგვისტოს თვეში რეჟისორ გოგა თავაძეს ელოდებიან. რამდენიმე ვარიანტიდან ერთი თემატიკის დადგმაზე შეჯერდებიან, რომლითაც სექტემბერში ახალ სეზონს გახსნიან.

ზუგდიდის თეატრის შენობა მძიმე მდგომარეობაშია. იმის გამო, რომ შენობაში ყოფნა სახიფათოა, აქ უკვე დიდი ხანია სეპექტაკლებს არ უჩვენებენ.

2018 წელს თეატრს 150 წელი შეუსრულდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.