ამ დრომდე ეძებენ მდინარე ენგურში დაკარგულ მამაკაცს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალას ტერიტორიაზე, მდინარე ენგურში
ახალგაზრდა
მამაკაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა. როგორც „ლაივპრესს“ მესტიის
გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, პროცესში დღეიდან
ჩაერთვება მძიმე ტექნიკა.
„ამ წუთებში მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მობილიზება იმ ტერიტორიაზე სადაც გადავარდნილი ავტომობილის მძღოლს ეძებენ. გვინდა რამენაირად ავტომობილიც ამოვიყვანოთ. გამოსულია მოსახლეობა სოფლებიდანაც, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური“, - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
გამგებლის ცნობით, მიცუბიშის მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა 6 აგვისტოს გამთენიისას გადავარდა მდინარე ენგურში. კაპიონ ჟორჟოლიანის თქმით, ამდროისთვის არსებული ვერსიით, მან ვიწრო მოსახვევთან მანქანა სწორად ვერ გაიყვანა და შედეგად გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი